უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის წევრობაზე განაცხადი საქართველოსა და მოლდოვასგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს.
როგორც კულებამ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გაწევრიანების პროცედურა უნდა იყოს გამარტივებული, რათა უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანება "მშვიდად შეძლოს".
"ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი ძველი პარტნიორებისადმი - საქართველოსა და მოლდოვასთან, უნდა ითქვას, რომ უკრაინის საქმე არის განსაკუთრებული. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინის საკითხის განხილვა უნდა მოხდეს დამოუკიდებლად და განცალკევებულად, რაც შეიძლება მალე", - თქვა კულებამ.
საქართველომ ევროკავშირიში წევრობაზე განაცხადი გაგზავნა. საქართველოს შემდეგ განაცხადი წევრობაზე მოლოვამაც გაგზავნა.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.